ახალციხის ქალაქ ვალეში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მან ვენები გადაიჭრა. შემთხვევა დაახლოებით, 14:00 საათზე მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ვ.კ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებულს მთავარი სისხლძარღვი ჰქონდა გადაჭრილი. ვალეში ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
„ეკონომიკურად არ უჭირდა, არც რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ერთადერთი, ამ ბოლოს კარგად ვერ იყო, ჯანმრთელობა აწუხებდა“, – ამბობენ ვალეში.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











