ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 67 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 27 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და რამდენიმე დღე არ გამოჩენილა.
“2-3 დღეა ჩემი მეზობელი არ ჩანს. გაზის მძაფრი სუნი იდგა მთელ სამეზობლოში. მარტოხელა ქალია და რომ არ გამოვიდა გარეთ, დავეჭვდი და შევედი სახლში. საშინელი სუნი იდგა გაზის, ქალი მკვდარი იყო”, – ამბობს მეზობელი. ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











