ახალციხეში გარდაცვლილ 27 წლის ექთანს დღეს დაკრძალავენ. ოჯახი ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს.
ადვოკატებმა ახალციხის კლინიკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ჩაიბარეს, თუმცა აცხადებენ, რომ საბუთებში ჩატარებული პროცედურები სრულად არ არის ასახული.
ოჯახი “ასტრაზენეკას” ბრიტანეთის ფილიალს, მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში ჩართვას სთხოვს.











