დღეიდან, „კრედოს“ ახალციხის სერვისცენტრი დაიკეტა. მიზეზი კოვიდინფიცირებული თანამშრომელია, რომელსაც ვირუსი 21 ოქტომბერს დაუდასტურდა.
როგორც ბანკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თანამშრომლის ინფიცირების შესახებ გუშინ, საღამოს გაიგეს და დღეიდან უკვე შესაბამისი ზომები მიიღეს. ადამინსიტრაციის ინცორმაციით, ჯანდაცვის სამსახურიდან მათ არავინ დაკავშირებია და მითითებებიც არავის მიუცია, თუმცა თანამშრომლები საკუთარი ნებით თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მათი თქმით, შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა, ხელმძღვანელობამ კი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
კოვიდდადებით პირს „კრედოს“ თანამშრომელთან კონტაქტი 16 ოქტომბერს ჰქონდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











