უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკის სამშობიარო ბლოკში ახლადდაბადებული ჩვილი დაიღუპა.
ჰოსპიტალში გარდაცვალების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. კლინიკის მენეჯერის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა.
მისივე თქმით, დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს უნდა გაეწერათ, თუმცა ოთხი დღის ჩვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში, ის დედასთან ერთად იმყოფებოდა.
„ექსპერტიზა ჩაუტარდა, მიზეზს ყველა ერთად გავიგებთ. ახალშობილი ჯანმრთელი იყო“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: რუსკა გვარამაძე
ავტორი: რუსკა გვარამაძე.











