ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსით დაინფიცირდა. გელა ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები საშუალო სიმძიმედ აფასებენ, ამიტომ ის ხაშურის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს.
მისი თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.
„სუნთქვის უკმარისობა მქონდა. მაწუხებდა ზურგის, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი. მქონდა სიცხე, პირღებინების შეგრძნება. თუ რამე სიმპტომი არსებობს, ყველაფერი მქონდა თითქმის“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
გელა ნოზაძე სამსახურში ბოლოს 12 ნოემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც, საკრებულოს სხდომა გამართა. 13 ნოემბრიდან კი იგი შვებულებაშია. ამიტომ საკრებულოში მის მიერ ვინმეს დაინფიცირების ალბათობა ნაკლებია. გელა ნოზაძე ამბობს, რომ მას კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდა, რომლებიც ასევე კოვიდინფიცირებულები არიან.
საკრებულოს თანამშრომლები თვითიზოლაციაში იყმოფებიან და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











