ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსნდერ დე კრუმის განცხადებით, ბელგიაში ახლა იმაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე მარტის თვეში იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მდგომარეობა სერიოზულია. იმაზე უარესია, ვიდრე 18 მარტს იყო, როდესაც მკაცრი კარანტინი დავაწესეთ“, – აცხადებს დე კრუმი.
არსებული ვითარების გამო, ქვეყნის მასშტაბით მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ბარები და რესტორნები დაიხურა.
დასაქმებულების უმეტესობა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. დაწესდა კომენდანტის საათი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში კოვიდით 10 413 ადამიანია გარდაცვლილი.











