“ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, შვედები არ ვართ, არის ხალხი, რომელსაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2 კი არა, 3-მეტრიანი დისტანციაა ნორმა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის სამწუხაროდ ეს ნორმა არ არის”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წაიკითხეთ: ლოქდაუნსა და დამატებით შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია
„აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











