რუსეთის სურვილია, რომ ქვეყანა ევროპულ სივრცეს ჩამოაშოროს, ამიტომ ევროკავშირის თანამონაწილეობით მიმდინარე პროცესის ჩაშლას ნამდვილად მიესალმებოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ შეთანხმების შესრულება სწრაფად დაიწყონ.
„კარგია, რომ არ ჩაიშალა ეს პროცესი და შეთანხმება შედგა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ სწრაფად დავიწყოთ შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.











