fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას – კახა კალაძე

14:22 იანვარი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

„მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მინისტრებს, დეპუტატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ჩვენს ახალ წევრებს და რაც მთავარია, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ძველ და გამოცდილ თანამებრძოლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლეთ და ვიბრძვით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა

“ჩვენი პარტიისთვის, მისი თითოეული წევრისა და მხარდამჭერისთვის განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული ეს დღე.

მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ იდეის სულისჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარი ადამიანზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს მოვიდა პოლიტიკაში, შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც ყველა იმედი დაკარგული ჩანდა, ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა.

ამ და შემდგომი დიდი გამარჯვებების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მას და მთლიანად ჩვენს გუნდს მესამე ვადით გამოგვიცხადა ნდობა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით, გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა და ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ ყველას დაგვანახა თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება.

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ.
რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ!

ჩვენ, განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა, გარკვეული შეცდომებიც დავუშვით, გულიც დაგვწყდა იმაზე, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით და იმათზე, ვინც ჩვენს თანაგუნდელად მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს.

მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით მიენიჭა ნდობა!

საქართველოს მოსახლეობამ ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც არაერთი სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად მოიყვანა დღევანდელ დღემდე.

მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდის თითოეულ წევრს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს!

წინ უამრავი გამოწვევაა, საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვალვა, გადარჩენა და კონტექსტი დღესაც რთულია. თუმცა, დღეს, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ!

დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა.

პირველ რიგში უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნოთ ქვეყანა, ქვეყნის ეკონომიკა, განვითარების რელსებს.

ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი, – ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ!

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს – ამის ძალა შესწევს!

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, თუკი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა.

ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, პირველ რიგში ჩემი, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის სხვა ლიდერების სახით, გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს.

თავის მხრივ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს.

ყველანი ერთად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას!

წინ დიდი გამარჯვებები გველის, გამარჯვებები რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მოიპოვებს!

თეგები: კახა კალძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

აგვისტო 30, 2021
876
საზოგადოება

კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

იანვარი 4, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია