ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად, სახლის მეორე სართული მთლიანად დამწვარია, საბედნიეროდ, ხანძრისდ როს არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იმყოფება.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტებიც იმყოფებიან.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










