გიორგი ახვლედიანის N14-ში, სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში სამზარეულო ოთახი დაიწვა.
როგორც „პრამტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი გავრცელდა ამავე სახლის მე-2 სართულზე, სადაც იწვის ერთ-ერთი ბინის კედელი, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამშაოები.
ამ დროის ინფორმაციით დაშავებული არავინ არის. მისამართზე მობილიზებულია 8 სახანძრო ა/ცისტერნა და 1 სამაშველო ჯგუფი, – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.











