ალავერდის მამათა მონასტერში მყოფ სასულიერო პირებს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
მიზეზი მოახლოებული შობის დღესასწულია, რა დროსაც ეპარქიაში მომლოცველთა ნაკადს ელოდებიან. ტესტირება 6 იანვრის დილით დაიწყება.
ალავერდის მამათა მონასტერში განმარტავენ, რომ წირვა – ლოცვა სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ალავერდის ტაძარსა და ეზოში სპეციალური მონიშვნები კეთდება, რომელზეც მლოცველები უნდა გაჩერდნენ.
ბიოლოგიურ მასალას კორონავირუსზე ტესტირებისათვის, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირების გარდა, სტიქაროსნებსაც აუღებენ.
საშობაო წირვა- ლოცვის დაწყებამდე, ეკლესიაში თერმოსკრინინგიც ჩატარდება.
7 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს, ხოლო ეკლესია- მონასტრები სადღესასწაულო წირვა- ლოცვას ატარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











