დღეს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეების” ლიდერები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. ელჩი დაინტერესდა “მოქალაქეების” ლიდერების ხედვით, თუ როგორ ხედავენ ისინი არსებული კრიზისის განმუხტვის გზებს, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს საარჩევნო რეორმის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ, პარტია “მოქალაქეებმა” დააინიცირეს. მხარეებმა განიხილეს სასამართლო რეფორმის შესაძლებლობები და რეგიონში რუსეთისგან მომავალი საფრთხეები.











