საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ვანო ჩხარტიშვილის პროექტის შემსრულებელი გიგა ბოკერიაც არის.
“არევ-დარევა ოპოზიციაში, ვითომ გაგვიერთიანდი, მოდი, ამაზე შევთანხმდეთ, იმაზე შევთანხმდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დიახაც. ამ ხნის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, ხალხის დარდზე ვილაპარაკოთ, ჩვენს ხედვებზე ვილაპარაკოთ, ვლაპარაკობთ იმაზე, აბა, ბოკერია ამას ვის სთავაზობს, სქემას 12/43-ზე თუ 15/3-ზე, ვის აინტერესებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია ყველას,“- განაცხადა ელისაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ მსგავსი სქემა შემოგვთავაზა, ივანიშვილმა და ჩხარტიშვილის სიძემ ვაშაძემ, რომელსაც ბოკერიაც ახორციელებს?
„კი, მათ შორის, კი. ეს აზრი მაქვს. ეჭვია, ოპერმუშაკი არ ვარ მე, რომ დავდევდე და ამათ ვუსმენდე. მაგრამ ეს აზრი მაქვს. არც მაინტერესებს, თავის სქემებში ღმერთმა ხელი მოუმართოთ”. მისივე თქმით, “ეჭვს არგუმენტი აუცილებლად არ სჭირდება”,- განაცხადა ელისაშვილმა











