რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინ არის გახარია, ამის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ან მარიონეტია ან მატყუარა.
„გახარია იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრი და ორი ალტერნატივაა – ან იტყუება ან მარიონეტი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა გახარიასგან და არ მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური მომავალი აქვს, თუ ასე გააგრძელა. თუ ადამიანი ამბობს, რომ კორუფციაა ქვეყანაში ან ამის რისკები არსებობს, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რადგან პირველი პირი იყო ქვეყანაში, ისეთი მაგალითი უნდა მოიყვანოს, რომელიც დაგვაჯერებს, რომ ჰქონდა მცდელობა პრობლემის გამოსწორების და ვერ გამოასწორა, რაღაც გარემოებების გამო, თუნდაც, არაფორმალური მმართველობის, მაგრამ კონკრეტული მაგალითია საჭირო.“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.











