რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნის სპიკერის, კირა იარმიში არ გამორიცხავს, რომ ის მოწამლეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კირა იარმიშის ინფორმაციით, დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იარმიშის ინფორმაციით, დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ სავარაუდოა, რომ რაღაც შერეული იყო სწორედ ჩაიში.
ცნობისთვის, ნავალნი ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა.











