რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი „ვნუკოვოს“ აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა და თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა.











