„შემიძლია ვთქვა, რომ სომხურის მხარის პროვოკაცია და თავდასხმა, რომელსაც ჩვენი სამხედროები ემსხვერპლნენ, აღვკვეთეთ და ადეკვატური პასუხი გავეცით“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას apa.az-ი ავრცელებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ სომხურის მხარის პროვოკაციასა და თავდასხმას, რომელსაც ჩვენი სამხედროები ემსხვერპლნენ, აღვკვეთეთ და ადეკვატური პასუხი გავეცით. შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული სამხედროებისთვის. დღეს საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიული მთლიანობას დაიცავს, გუშინ ჩვენი ტერიტორიების არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ მტერს. პროვოკაციაზე პასუხიმგებლობა სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო – პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. სომხეთის მთავრობის ეს ქმედება არ ჯდება ლოგიკაში და თავად სომხეთისთვის წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას უკვე მიაწოდეს.
ალიევის თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, აზერბაიჯანი უცხოელ სამხედრო ექსპერტებს მოიწვევს, რათა ისინი დარწმუნდნენ, ვინ დაიწყო პროვოკაცია.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











