აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის ჯარებმა სომხეთის შეარაღების წინა ხაზი დაარღვიეს და ისინი წინ მიიწევენ. მისი თქმით, აზერბაიჯანული არტილერია წინა სომხეთის პოზიციებს ყველა მხრიდან ბობმავს. ალიევმა მოსახლეობას რამდენიმე სოფლის გათავისუფლება მოულოცა.
„სპუტნიკ თურქის“ ცნობით, ,ყარაბაღის აღდარაში მყოფი გარნიზონი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს. აზერბაიჯანულმა მხარემ ალყაში მოქცეულ სომხურ გარნიზონს იარაღის დაყრა და ჩაბარება შეზთავა. ჩაბარების შემთხვევაში აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ ტყვეებს საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოექცევიან.
გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის ბაქოშიც კომენდანტის საათი გამოცხადდება.











