fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა

23:05 დეკემბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
4.2k
ნახვა

ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინაში ოჯახს კვების პროდუქტები, ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი და ტექნიკა დახვდა.

დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა. ოჯახის წევრებმა ნაძვის ხე დღესვე კახა კალაძესთან ერთად მორთეს.

თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებელს, „ფეისბუქლაივის“ საშუალებით, ახალმოსახლეებთან ერთად დაათვალიერებინა საცხოვრებელი სახლი.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ვართ. მეც

ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„ასეთ ბინას არ ველოდით, მოლოდინს გადააჭარბა. უზომოდ გვიხარია. პირველ რიგში პატარების განათლებაზე ვიზრუნებთ და ვეცდებით ბატონი კახის იმედები გავამართლოთ. ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია დღეს გაჭირვებაში და ყველას მივმართავ, არ დანებდნენ, არ ჩაიქნიონ ხელი, იღბალი ერთ დღეს მათაც გაუღიმებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ალუაშვილმა.

კახა კალაძემ ბიზნესსექტორს სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, სიკეთის კეთება. ეს ყველაფერი არის გადამდები. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია