ალჟირში კორონავირუსის ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ალჟირში კოვიდის ბრიტანული ვარიანტის 13 შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ალჟირში კორონავირუსის 115,265 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 3,036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 79,887-ს შეადგენს.










