21 მარტის მონაცემით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3818-მა მედიკოსმა ჩაიტარა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ მომენტისთვის 5246 პირია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.












