დიღმის საველე ჰოსპიტალში, ამ ეტაპზე, 43 პაციენტი იმყოფება. ჰოსპიტლის კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების გამო, პროფილურ კლინიკაში 1 პაციენტი გადაიყვანეს, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა.
“დღევანდელი მდგომარეობით, საველე ჰოსპიტალში 43 პაციენტი იმყოფება. ერთი პაციენტი გადმოიყვანეს, ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ტარდება როგორც ლაბორატორიული, ასევე, ინსტრუმენტული კვლევები. თუ მათი შეფასებისას გამოხატული იქნება სიმძიმე, ამ შემთხვევაში მოხდება ამ პაციენტების რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,”- განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.











