დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება.
„რამდენჯერმე განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ საველე ჰოსპიტლების მოწყობას, საქართველოში ბევრია ჰოსპიტლების რაოდენობა, სადაც შესაბამისი სივრცეებია და მათ გაძლიერებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











