„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძის დაპირისპირებას ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს.
მისი თქმით, გუბაზს ისეთი არაფერი უთქვამს რამაც მელია გადარია.
„გუბაზ სანიკიძეს ისეთი არაფერი უთქვამს რამაც ნიკა მელია გადარია, მაგრამ საქმე ისაა, რომ დამოკიდებულება იგრძნობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მათ სიაში მოხვედრილი ხალხისა, რომელიც სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით ჩასვეს და ამ დამოკიდებულებამ უცებ ამოხეთქა. დაგვანახა ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.
გუბაზმა ძალიან კარგად იცის, რომ მიშა ვერ ჩამოვა და მან ამაზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომ დევნაშია და ის ვერ ჩამოვა.
პრინციპში გუშინდელმა ეთერმა გამოააშკარავა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე ვთვლი, რომ რეალური მდგომარეობა გამოჩნდა რაც ამ გაერთიანებაშია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გუბაზ სანიკიძის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა გახდა.
მისი თქმით, ხალხი დაიღალა და ოპოზიციისგან კონკრეტული ქმედებები უნდა. სიტუაცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მოითხოვა.
ნახეთ ვიდეო: ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას, ხვალ პეტრეს შეაქებ – მელია სანიკიძეს











