ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კვების ობიექტების ღია სივრცეში გახსნას ეხმაურება. როგორც თურნავა ამბობს, იგი პირადად ნახავს იმ ობიექტებს, რომლებიც გაიხსნა.
„ამ კვირაში მე პირადად ვაპირებ, რომ ვუმსაპინძლო რესტორნების გაერთიანებებს და შრომის ინსპექციაც აქტიურად ჩაერთვება შეხვედრები და ვიმსჯელებთ. მზად ვართ, რომ საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები შიდა სივრცეების გახსნის თაობაზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სამინისტრო ასევე დააკვირდება, რა შედეგი ექნება ღია სივრცეებში კვების ობიექტების გახსნას.











