„ნუ თვლიან რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია, სეცდომაა. მათ ახსოვთ და იცნობენ. სწორედ ამ ცნობადობით იქნება შეფასება და აუცილებლად დამარცხდებიან“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციურ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მაჟორიტარებისგან ახლა მსგავსი სიურპრიზი აღარ იქნება, რადგან მათი თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
„მაჟორიტარებისგან წინის მსგავსად სურპრიზს არ უნდა ელოდოთ. ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია, საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი იქნება შენარჩუნებული, არა იმ რაოდენობით მაგრამ მაინც შენარჩუნებული. მეორე ჩვენი მოთხოვნა რომ შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპრციულით, არამედ იმ სისტემით რა სისტემასაც მივიღებთ. იმედი მაქვს საკმარისი ხმები იქნება მაგრამ ხმათა რაოდენობა იქნება თუ არა საკმარისი, ამას ვნახავთ კენჭისყრაზე.
მეკითხებით გავეცანი თუ არა ოპოზიციის მაჟორიტარების სიას, რას უნდა გავეცნო?- ესენი არიან სახეები, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. ამ ცნობადობის მიხედვით დაუჭერს მხარს არჩევნებზე ამომრჩეველი. არ მგონია მათ შეძლონ საზოგადოებისთვის წარსული საქმიანობის გადამალვა, რომელიც კარგად ახსოვთ დღემდე. სამწუხაროდ მძიმედ ახსოვს ეს საზოგადოებას“,- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარების კანდიდატები წარადგინა. ამ დროისთვის მხოლოდ ორი ოლქის კანდიდატის ადგილია ვაკანტური, რომელსაც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ცნობილ სახეები დაიკავებენ.
ნახეთ დეტალურად, კანდიდატების სია, რომელიც დღეს ოპოზიციამ წარადგინა.











