ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნაკლებად მიმართონ ასეთ ფაბრიკაციებს, რადგან ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაღაცნაირად, დავიწყებული აქვს მათი ქმედებები. ეს ყველაფერი კარგად არ მოუბრუნდებათ“ – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათმა” 6 მარტის ღამეს გადაცემის ანონსი გამოქვეყნა, სადაც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერზეა საუბარი.











