ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან. ისინი ქვეყანაში მოქმედ კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ.
ასევე, აქცია-პერფორმანსის მონაწილეები აპირებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისვლას, რათა იქ ბათუმის ინციდენტში ბრალდებული, ირაკლი ფანგანის დაჭერა გააპროტესტონ და გამოხატონ მისი მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციის თანახმად, სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება 21:00 საათის შემდეგ აკრძალულია. ამ დრომდე, პოლიციას არავინ დაუჯარიმებია.











