ამ წუთებში, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ კრემლში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების დროს დაგეგმილია ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხსაც განიხილავენ.











