ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასდროს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“ , – ამის შესახებ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს.
„ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევითო. ჩარევა კი არა, გააჩერეთ ეს ხალხი, რომ სიმართლე დავამტკიცო. ყველა გავაფრთხილე, კალაძე არ მხვდება. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა (სპორტსმენები) გამოიყენონ, ხალხის დასაშინებლად. ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოაწყონ სამინისტროსთან მიტინგი, რომ სოსო წავიდეს ფედერაციიდან. ვაცხადებ, რომ არანაირი დანაშაული არ მაქვს, ყევლაფერი სახეზეა“,- განაცხადა ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
შეგახსენეებთ, 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.








