მიღებულია, რომ ინფიცირებულთა 15-20 პროცენტი მკურნალობდეს ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 პროცენტამდეა, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია აცხადებს.
„ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერცერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა დავით გადელიამ.











