რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძვლები. ქვეყანას აძლევს საშუალებას გამოვიდეს კრიზისიდან, რომელშიც ამჟამად იმყოფება.
ამასთან, პუტინი გამოეხმაურა აქციებს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. მისი თქმით, ძეგლების ნგრევა რასიზმია.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკა არის ძალიან ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. მისი დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძვლები საშუალებას მისცემს ქვეყანას გამოვიდეს ამ კრიზისული მდგომარეობიდან“, – აღნიშნა პუტინმა.











