„ჩვენ ვიხილეთ ელჩის განმარტებები და მემგონი ის განცხადება რაც კონგრესმენმა გააკეთა წერტილს უსვამს ამ სპეკულაციას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის დონ ბეიკონის დღევანდელ განცახდებას.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ჩვენს თავდაპირველ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგია არის განსხვავებული. თავად იმ ანგარიშში, რომელზეც ბატონი კონგრესმენი ბეიკონი ამბობს ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებები და თეზისები არის.
არის საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები და ის წინადადება, რომელიც საერთოდ არის ამოვარდნილი კონტექსტიდან.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მსგავსი სახის დოკუმენტების მეთოდოლოგია არის განსხვავებული. ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას და ეს ძალიან კარგად განმარტა ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ჩვენ ვიხილეთ ელჩის განმარტებები და მემგონი ის განცხადება რაც კონგრესმენმა გააკეთა წერტილს უსვამს ამ სპეკულაციას“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილზეც იყო საუბარი.
როგორც დოკუმენტში ეწერა, ბიძინა ივანიშვილი „პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.
მოგვიანებით, რესპუბლიკელმა სენატორმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მას არაფერი დაუწერია და ამისთვის მას ტექნიკური ექსპერტები ჰყავდა აყვანილი.











