ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენი ფიქრითა და ლოცვით, ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან. მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე“ – წერია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.











