8 იანვრის ჩათვლით საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალქო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











