“მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ფაიზერთან, ნოვოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია სინოფარმის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.
“კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია სინოფარმთან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ფაიზერთან, ნოვოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.











