fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ამირან გამყრელიძე ასახელებს, რა შემთხვევაში აღარ გაუარესდება ეპიდსიტუაცია

13:22 მარტი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე  ასახელებს, რა შემთხვევაში აღარ გაუარესდება ეპიდსიტუაცია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, უკვე ორ ნახევარი თვეა, სტაბილიზაციის ტენდენცია მყარად გრძელდება, თუმცა წესების დაცვა მაინც აუცილებელია.

„როგორც ხშირად აღვნიშნავთ, ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ახალი შემთხვევის შემცირების ტენდენციაა, შესაბამისად, ასი ათას მოსახლეზე ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებლის. უკვე ორ ნახევარი თვეა, სტაბილიზაციის ტენდენცია მყარად გრძელდება. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა შემსუბუქებები, რაც განხორციელდა თებერვალში და მარტში, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს 400-მდე შემთხვევა, რაც არ არის ცოტა, თუმცა ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.56 პროცენტია, ანუ ნოემბერთან მიმართებაში შემცირებულია დაახლოებით 15-20-ჯერ.

14 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელია 1.55 პროცენტი. მთლიანად თებერვალ მარტის არის 2.3 პროცენტი. ასევე, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა ათს ჩამოცდა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ინფექცია ჯერ კიდევ სერიოზულად ცირკულირებს. აქედან გამომდინარე, შემსუბუქებების ფონზე აუცილებელია იმ რეკომენდაციების კარგად დაცვა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, დიდი შეკრებების თავიდან არიდება, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ.

გვაქვს ინფორმაციები ჩვენი რეგიონებიდან და, სამწუხაროდ, რეგიონებში პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის, რაც იმის სიგნალია, რომ შესაძლოა, ეპიდვითარება გაუარესდეს, თუ წესი ჩვენ წესად არ ვაქციეთ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და არ დავიცავით. ბოლო დროს, ერთ დონეზეა როგორც დადებითობის, ისე ინციდენტობის მაჩვენებელი, ქვემოთ არ მოდის, ეს სიგნალია, რომ შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია, რისკია, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს.

ამიტომ გთხოვთ ყველა ტელეარხს, მასმედიის საშუალებას, ბევრი ვისაუბროთ ამ საკითხზე, რადგან ჩვენ თუ ისევ ისე გავთამამდით, როგორც შარშან ზაფხულში და მივიღეთ სერიოზული აფეთქება, ახლაც შესაძლებელია, მსგავსი სიტუაცია დადგეს. თუ ჩვენ მარტსა და აპრილს გავივლით დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდვითარებით, რომელიც დღეს გვაქვს, მაშინ ცხელ პერიოდში შევალთ კარგი მაჩვენებლით და, დიდი ალბათობით, უკვე ზაფხულში ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება. ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩვენ როგორ შევასრულებთ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თეგები: ამირან გამყრელიძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონი“ დიდი ალბათობით, ამ თვის განმავლობაში გამოჩნდება

დეკემბერი 12, 2021
6.8k
მთავარი ამბავი

სიკვდილიანობა არ შემცირდება სანამ ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასს ქვემოთ არ ჩამოვა – ამირან გმყრელიძე

დეკემბერი 12, 2021
863
მთავარი ამბავი

გამყრელიძე: სასურველია ვაქცინის ბუსტერი დოზა იმუნიზაციიდან 6 თვის შემდეგ გაკეთდეს

დეკემბერი 9, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია