„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან სერიოზული დიალოგი გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კოვიდვაქცინები შესთავაზეს.
„გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება რუტინული ვაქცინების, კოვიდტესტების მიწოდებაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ კოვიდვაქცინებიც. ეს არის მთავარი ღერძი, რაც გვაკავშირებს მათთან და ეს უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











