დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აცრილებს დამსაქმებლებმა საშუალება უნდა მისცენ, რომ აცრის შემდეგ ორი დღე დაისვენონ.
ამირან გამყრელიზე დამსაქმებლებს მოუწოდებს წაახალისონ თანამშრომლები.
„აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ. მაგალითად მე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. ჩვენს ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია.
გვინდა,რომ აგვისტოს ბოლოსთვის, 80-85%-ზე ავიდეთ. მიღებული პრაქტიკაა თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ამიტომ დამსაქმებლება უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტად წაახალისონ აცრები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.











