ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, პიკური პერიოდის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.
„ჩვენ ახლა გავდივართ პიკს, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.
ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











