სამწუხაროდ ჩვენ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელომძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასწრაფოს ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 48-72 საათში უტარდებათ.
„სამწუხაროდ, ჩვენ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის. ასევე, იყო შემთხვევები გაზაფხულზე, როდესაც სასწრაფოს თანამშრომლები დაინფიცირდნენ ბოლნისში. ასეთ დროს ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონებით და რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს. ამავე დროს, ჩვენ სასწრაფოს თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმზე გვყავს გადაყვანილი, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ეს არის ზოგჯერ 48, ზოგჯერ კი 72-საათიანი მუდმივი ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











