დაავადებათა კონტროლსი ეროვნული ცენტრის ხელმძრ~ღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა შეაფასა.
როგროც იგი ამბობს, პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა და ინფექციის გადაცემის მკვეთრი შემთხვევა არ ყოფილა.
„ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა ახალგაზრდობის. ძალიან კარგი პარტნიორობა იყო განათლების და ჯანდაცვის სექტორების და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დიდი ხნით ადრე იყო სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელმაც განათლების ეროვნულ ცენტრთან ერთად დეტალურად გაწერა ყველა ეპიდსაწინააღმეგო ღონისძიება, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მშვიდ ვითარებაში ეროვნული გამოცდები, რომ მაქსიმალურად დაგვეზღვია ეპიდსიტუაციის გაუარესება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ ერთობლივად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სექტორმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეროვნული გამოცდები 4 აგვისტოს სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. გამოცდების შედეგები რამდენიმე საგანში უკვე ცნობილია.











