ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამდენი დოზა Pfizer-ი შემოვიდა დღეს საქართველოში.
მისი თქმით, ყველასთვის, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, მეორე დოზა გარანტირებული იქნება.
„ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად – 14 ათასად და 14 ათასად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 2 კვირის შემდეგ, ამიტომ ყველა ადამიანს რომ შეხვდეს პირველად აცრილს, მათთვის გარანტირებული იქნება. ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევა 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში Pfizer-ი შემოვიდა. რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება.
ასევე ნახეთ – ცნობილი ხდება სამედიცინო დაწესებულებები, სადაც “Pfizer”-ით აცრა შესაძლებელია











