ამირან გამყრელიძემ ტესტირების გაფართოების მიზნებზე საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ან შევანელოთ, ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის, მსუბუქის და უსიმპტომოს გამოკვლევას და შემდგომ მათ იზოლირებას. ეს არის ძირითადი მიზანი, თუ რატომ უნდა გაფართოვდეს კიდევ უფრო მეტად სწრაფად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა და ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ამ ორი თვის განმავლობაში რა შეზღუდვებიც იმოქმედებს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს“, – განმარტა გამყრელიძემ.











