ვერ გეტყვით, რომ უკუსვლას მივაღწიეთ. მაგრამ, პიკში რომ ვართ, გიდასტურებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ ქვემოთ დაიძრა, რაც გარკვეულწილად პოზიტიური ელემენტია. მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332-მდე გაიზარდა. 1 657 კი, გარდაიცვალა.











