დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ.
„მოგეხსენებათ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იყოს ხშირი შეხვედრები, გარე სივრცეში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. ამით უფრო მეტი პრევენცია იქნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თბილისში 178 შემთხვევა ფიქსირდება.











