დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 800-900 საწოლი არის თავისუფალი.
„ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც ქალბატონი მინისტრისგან მაქვს ინფორმაცია, მთელ ქვეყანაში დაახლოებით სხვადასხვა პროფილის 800-900 საწოლია თავისუფალი. კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ კიდევ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს კოვიდთან ერთად. ამიტომ ამის სპეციალიზებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.











