დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს აჭარაში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე ჩამოვიდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზოგადად სტაბილიზაციის პროცესი გრძელდება. დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი გრძელდება. დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 5,8%. ბოლო ოთხი დღეა ეს მაჩვენებელი მერყეობს 4-6%-ს შორის. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 6%-ია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ რამდენად მდგრადია ეს დინამიკა.
რეგიონულ ჭრილში კლების ყველაზე კარგი მაჩვნებლი გვაქვს აჭარაში, დღეს უკვე დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზეა ჩამოსული, ხოლო ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3%-ს შეადგენს, რაც სითამამის საფუძველს გვაძლევს.
ცნობისთვის, დღეს ქვეყაში 1 006 ინფიიცრების შემთხვევა გამოვლინდა, ასევე გამოჯანმრთელდა 1050 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 25.











